Lexicography and Linguistic Diversity         
Euralex 2016  

ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება 2016  წლის 6 - 10 სექტემბერს თბილისში, საქართველო.

კონგრესის ორგანიზატორია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.

ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის  კონგრესებზე იკრიბებიან პროფესიონალი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.

პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში,  წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას და აგრეთვე კულტურულ პროგრამას მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.

კონგრესის დევიზია: ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება.

ყველა შესაბამისი თარიღი გამოქვეყნდება კონგრესის ვებ-საიტზე და განახლდება რეგულარულად.

საჯარო ლექციების მომხსენებლები: იოსტ გიპერტი, პიუს ტენ ჰაკენი, ჯეფრი უილიამსი, რობერტ ილსონი და პატრიკ ჰენქსი.

დისკუსია მრგვალ მაგიდასთან ლექსიკოგრაფიის სტატუსზე.
მოდერატორი: ტიერი ფონტენელი

დაწყებულია რეგისტრაცია ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობისათვის

 

კონგრესი ტარდება ქალაქ თბილისის საკრებულოს პატრონაჟით





საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ზედამხედველობით



 


და შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით:
 
 

 

 

03.03.2016
გაცნობებთ, რომ ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესზე რეგისტრაცია გაიხსნა.
29.02.2016
ვაქვეყნებთ ფასებს კულტურული პროგრამისათვის.
26.02.2016
ვაქვეყნებთ სასტუმროს ფასებს კონგრესის მონაწილეებისთვის.
24.02.2016
ვაქვეყნებთ კონგრესის პროგრამას.
20.02.2016
მოგახსენებთ, რომ სარედაქციო კოლეგიამ შეარჩია 115 მოხსენება კონგრესისათვის, მათ შორის 90 მოხსენება, 15 სასტენდო მოხსენება, 8 კომპიუტერული პროგრამის დემონსტრაცია და 2 ვორქშოპი.